"აშშ ოპტიმისტურად არის განწყობილი, საუდის არაბეთში უკრაინასთან შეხვედრაზე" | სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ტემი ბრიუსი ამბობს, რომ ვაშინგტონი ოპტიმისტურად არის განწყობილი, საუდის არაბეთში უკრაინასთან შეხვედრაზე.

ბრიუსი აცხადებს, რომ ეს ძალიან ამაღელვებელი დღეა, რომელიც "ძალიან ბევრი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, შესაძლოა, ბევრს ნიშნავდეს".

მისივე თქმით, შესაძლოა, "კაცობრიობისთვის ფანტასტიკური ცნობები" გაჩნდეს.

"ამიტომ, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მე ვიცი, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც, რადგან ვიცით, რა დევს მაგიდაზე", - განაცხადა ბრიუსმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი