ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა. დაღუპულებს შორის 2 ბავშვია. ინფორმაციას დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

ფილაშკინის ცნობით, რუსების დრონი პოკროვსკში, სამოქალაქო ავტომობილს მოხვდა, რა დროსაც 57 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო 45 წლის მგზავრმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. მისივე ინფორმაციით, 45 წუთში თავს დაესხნენ კიდევ ერთ ავტომობილს, რა დროსაც 51 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო 36 წლის კაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაახლოებით 1 საათში როდინსკოეში, დრონი მოხვდა მორიგ ავტომობილს, რის შედეგადაც 49 წლის კაცი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი