უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში, აშშ-ის დელეგაციის ინიციატივა იყო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მთელ ფრონტზე, რასაც ოფიციალური კიევი დათანხმდა.
დღეს ამერიკული მხარის მიერ გვქონდა შემოთავაზება, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდეს, არა მხოლოდ რაკეტების, ბომბების მისამართით, არამედ შავ ზღვაშიც, და მთლიანად ფრონტის ხაზზე. უკრაინა ამ წინადადებას დადებითად აღიქვამს, მზად ვართ ეს ნაბიჯი გადავდგათ, და აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი იგივე გააკეთოს. ანუ ჩვენ თანახმა ვართ და, თუ "რუსები" თანახმა იქნებიან - იმ წუთასვე იქნება სიჩუმე. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. თავისი მზაობა ომი დაასრულოს ან გააგრძელოს უნდა აჩვენოს რუსეთმა", - თქვა ზელენსკიმ.
ამავე თემაზე: