დავითგარეჯის საქმეზე მომუშავე კომიიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილმა არ იცის, ბოლოჯერ ჩავიდა თუ არა გარეჯში, როგორც საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი. 2006 წელს სწორედ ის იყო ექსპერტთა ჯგუფის ხლემძღვანელი. მის დროს მიღებული გადაწყვეტილება ახლა ხელისუფლებისთვის მთავარი იარაღია, რომელსაც მმართველი გუნდი ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ ოპოზიციაზე გასაბრაზებლად გამოიყენებს. 

სცენარი ამოქმედებულია. პროკურატურამ გასულ კვირას ქართული მიწების უცხო ქვეყნისთვის გადაცემის საკითხზე გამოძიება დაიწყო და ამ ბრალდების გასამყარებლად დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების ჩხრეკას, გამოკითხვასა და უწყებაში დაბარებას არ მეორიდა. მიზანი, რომ ერთადერთი და პოლიტიკურია კარგად ესმით კომისის ყოფილ წევრებს.

ბოლო დღეებია გამოძიება კომისიის ყოფილი წევრების სახლებსა და სამუშაო ადგილებზე რუკას ეძებს, რომელზეც არ ამბობს, რომელი წლით თარიღდება. 

ახლა სავარაუდო ბრალდებულია ყველა - ვისაც 2006 წელს კომისიის შექმნის დღიდან დელიმიტაციის საკითხზე უმუშავია და ისინიც, ვინც 2012 წლამნდე ხელისუფლებაში იყო. თუმცა, მთავარი პოტენციური ბრალდებული მესამე პრეზიდენტია. მიხეილ სააკაშვილმა იცის სცენარი, რომლის განვითარებასაც ახლა პროკურატურა მმართველი გუნდის დაკვეთით მის წინააღმდეგ აპირებს. 

ვინ არის გიორგი მანჯგალაძე - მის შესახებ მწირი ინფორმაცია იძებნება, 2006 წელს, კომისიის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კომისიაში 2008 წლამდე დარჩა. უცნობია, ჩატარდა თუ არა მის სახლში ჩხრეკა. ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და არც ბინის კარს გვიღებს. 

კომისიის კიდევ ერთი წევრი, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩაატარეს ნატალია ილიჩოვაა. 2006-2013 წლებში კომისიაში შს სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ოფიცერი იყო. ამ დრომდე სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს. ჩვენი წყაროს თქმით, გავრცლებული ინფორმაცია, რომ მისი სახლიდან 1938 წლის რუკის ორიგინალი ამოიღეს სიმართლეს არ შეესაბამება. თავად ილიჩოვამ პროკურატურა გამოკითხვის შემდეგ უკომენტაროდ დატოვა. მედიასთან საუბარს ახლაც ერიდება. მიზეზი ამრტივია - ამ დრომდე შინაგანს აქემთა სამინსიტროს თანამშრომელია. 

კომისიის ყოფილი და მოქმედი წევრების უმრავლესობა გამოკითხულია. თუმცა ვის სახლშიც არც ჩხრეკა ჩატარებულა და არც გამოკითხვაზე ყოფილა რუსუდან ტუშურია. ტუშური 2006 წლიდან 2013 წლამდე კომისიის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი იყო ჯერ იუსტიციის, ბოლოს კი ეკონომიკის სამინისტროდან. ახლა ის "ქართული ოცნების" მთავარი იდეოლოგის ლაშა ნაცვლიშვილის ახლო გარემოცვის წევრია. მის შვილობილთან თეონა თელიასთან ერთად შვეიცარულ ლობისტურ კომპანიის დამფუძნებელია. კომპანია ევროპული მომავლის ფონდის დამფუძნებლებს შორის რუსუდან ტუშურთან ერთად ამერიკაში საქართვლეოს ელჩი დავით ბაქრაძეცაა. მისამართიც ჟენევაში ლაშა ნაცვლიშვილის საცხოვრებელი სახლია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდი ახლა წინასწარ დადგმული სცენარით მუშაობს, რომლის მიზანიც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წაყენებაა. 

1996 წლის ხელმოწერით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარი 1938 წლის რუკის შესაბამისად უნდა განსაზღვრულიყო, ამ რუკით ჩიჩხიტურის კოშკი, აღდგომის ტაძარი და უდაბნოს მონასტერი საქართველოს ნაწილია. 2006 წელს აზერბაიჯანულმა მხარემ მესაზღვრეები დავით გარეჯის ქედზე ამოწია, თუმცა ამ დროისთის მომლოცველებს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლოთ. 2019 წლიდან, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ აზერბაიჯანმა ჩიჩხიტურზე უდაბნოსა და აღდგომის ტაძართან მისვლა აკრძალა. ახლა კი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ახალი გარემოებებისა და ჩანაწერების გათვალისწინებით შესაძლოა, საკითხი გადაიხედოს. 

თუმცა "მთავარ არხს" რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ნახაზი, რომელითაც სავარაუდოდ გამოძიება საკუთარი დავალების შესრულებას აპირებს. ეს 1920 წლის რუსეთში შექმნილი რუკაა, რომელსაც იურიდიული საფუძველი არასოდეს ჰქონია. "მთავარი არხის" წყაროს ცნობით ეს რუკა, რუსეთიდან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა. ბიზნესმენმა რუკაში ფული გადაიხადა, რისთვის იყენებს ხელისუფლება საჩქარს, ეს გამოძიების დაწყებამ აჩვენა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ნახაზი მათთვის ცნობილია, თუმცა ის მასშტაბების სიმცირის გამო ვერც მტკიცებულებად და ვერც საზღვრის აღსანიშნავადდ გამოდგება.

გამოცხადებული გამოძიებისა და გამოკითხვების ქრონიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სცენარი, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამოქმედებულია და უახლოეს დღეებში სავარაუდოდ,  არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შოთაძის უწყება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას გააჟღერებს.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი