რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სირიის 4 მოქალაქე დაიღუპა, კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი.
"რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესის პორტზე. ბალისტიკური რაკეტით დაზიანდა გემი - "MJ PINA, რომელიც ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავს. სამწუხაროდ, 4 ადამიანი დაიღუპა - სირიის მოქალაქეები. 18, 24 წლის ახალგაზრდები. კიდევ 2 ადამიანი დაშავდა - უკრაინელი და სირიის მოქალაქე. თავდასხმის დროს გემზე მარცვლეულს ტვირთავდნენ ალჟირში ექსპორტისთვის. სამოქალაქო გემი იყო", - თქვა კიპერმა და დასძინა, რომ იერიშის დროს კიდევ ერთი გემი დაზიანდა.