საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, შეადგინონ გეგმა უკრაინის "უსაფრთხოების სანდო გარანტიების განსაზღვრის მიზნით" ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში. ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.
შესაბამის მოწოდება პარიზში გამართულ დახურულ შეხვედრაზე გაჟღერდა.
შეხვედრას 34 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, უმეტესობა ევროპიდან და NATO-დან, ასევე ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და იაპონიიდან. შეხვედრას ამერიკის წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
"ეს არის მომენტი, როცა ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინისა და საკუთარი თავის დასახმარებლად. სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების გათვალისწინებით, აუცილებელი იყო "უსაფრთხოების სანდო გარანტიების განსაზღვრის" დაგეგმვა, რათა უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა რეალობად იქცეს", - თქვა მაკრონმა.