"ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც ახლა რუსეთში მიდის", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერმინისტრთან, მიშელ მარტინთან შეხვედრისას თქვა.
პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ყველაფერი რუსეთის გადასაწყვეტია.
Guardian-ის ცნობით, მან ასევე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გარკვეული დადებითი გზავნილები მიიღეს.
საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც, კიევი დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას მთელ ფრონტზე. საპასუხოდ, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სამხედრო დახმარებას და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას უკრაინისთვის.
აშშ-ში აცხადებენ, რომ "ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა".