პოლონეთის პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი უკრაინაში მშვიდობის ხელშეწყობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
"თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მკაფიო წინადადებით მივმართე: თურქეთმა აიღოს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სამშვიდობო პროცესში, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO-მ და ევროპულმა ქვეყნებმა ერთდროულად და ეფექტურად უზრუნველყონ რუსეთ-უკრაინის საზღვრის სტაბილურობა [მას შემდეგ, რაც ზავი გაფორმდება]... თურქეთის როლი, ამ კუთხით, შეიძლება გადამწყვეტი იყოს", - თქვა ტუსკმა.