თბილისის ზღვასთან სარეკრეაციო ზონას 1 ლარად კალაძის ახლობელი ყიდულობს, 400 ოჯახი კი ქუჩაში რჩება

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე - რეკრეაციული ზონაა, რომელსაც მალე ახალი მფლობელი ეყოლება. გადაწყვეტილება მიღებულია, 360 ათას კვადრატულ მეტრს კახა კალაძე, სიმბოლურად ერთ ლარად ბიზნესს გადასცემს. აქ 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, წლების წინ ქუჩაში დარჩნენ და თავშეაფრები ამ ტერიტორიაზე ააშენეს, თუცა ახლა შესაძლოა ისევ ღია ცის ქვეშ აღმოჩდნენ.

ტერიტორიას უმკაცრესი, სანიტარული ზონის სტატუსი ჰქონდა, 10 ათასამდე ხე დაირგო, მათ შორის კალაძის მერობის დროსაც, შეეცვალა სტატუსი, იქცა რეკრეაციულ ზონად, ანუ შერბილდა. ჯერჯერობით მშენებლობა შეუძლებელია, თუმცა სტატუსის მოხსნა, შემდეგ კი ტერიტორიის ჩაბეტონება სრულიად შესაძლებელი. 

ტერიტორიის გაყიდვა კერძო პირმა ილია გიორგაძემ ითხოვა, ფლობს დეველოპერულ კომპანია "იდეა სითის". დედაქალაქის მერს 21 სექტემბერს, მიწის ბიზნესისთვის გადაცემის წინადადებით სწორედ მან მიმართა. საეჭვო კი ის არის, რომ კახა კალაძემ, ტერიტორიის 1 ლარად გაყიდვის ბრძანება მიმართვიდან 2 დღეში გამოსცა, განსახილველად საკრებულოს გაუგზავნა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ "იდეა სითისთან" ყველაფერი წინასწარ შეთანხმდა. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში "იდეა სითი" ამტკიცებს, რომ ხეებს ამოთხრის და კორპუსების შეუაგულში დარგავს. 

ვიდრე საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებდა, გარემოს დაცვის კომიის ხელმძღვანელს ვკითხეთ. მოაწერდა თუ არა რეკრეაციული ზონის გაყიდვას ხელს. პასუხი ბუნდოვანი იყო, აღმოჩნდა, რომ პროექტზე არაფერი იცოდა და ხელს მხოლოდ ხმების მოსაგროვებლად აწერდა. 

მივაკითხეთ ურბანული კომისიის თავმჯდომარესაც, რეზი სოხაძემ დამალვა გადაწყვიტა. კომისიების სხდომაზე მიწის გაყიდვას მანაც მხარი დაუჭირა. თუმცა ჩვენ არც სატელეფონო ზარზე გვიპასუხა და არც სამსახურში დაგვხვდა, 

შეთანხმების მიხედვით, გამარჯვებულს ტერიტორია პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცემა, ტერიტორიის იპოთეკით დატვირთვის უფლება მეორე დღიდანვე ექნება. სანაცვლოდ კი მერია ბინების ნაწილს, ანუ 7 პროცენტს მიიღებს. რის გამოც ოპოზიცია ეჭვობს, რომ კახა კალაძე ისევ წინასწარ შეთანხმებული სქემით მოქმედებს და რეკრეაციული ზონის განადგურებას გეგმავს. 

 გარემოს დაცმველები ფიქრობენ, რომ თვითმმართველმა ორგანომ განაშენიანების გენერალური გეგმა საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეიმუშავა. 

მორიგი კორუფციული სქემა აღმოაჩინა "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა. ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ დედაქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება კალაძეს, არჩევნებამდე აქვს გადაწყვეტილი. 

ქალაქის მერმა საკრებულოს მხარდაჭერა უკვე მიიღო. მიწის გასასხვისებლად ახლა ერთი ეტაპი დარჩა. ჩატარდეს ფორმალური კონკურსი, რომლის გამარჯვებულის ვინაობაც, კალაძემ სავარაუდოდ წინასწარ იცის, თუმცა პროცედურების მიხედვიტ, მერმა ეს საიდუმლო კონკურსის დასრულებამდე უნდა შეინახოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი