ფინეთი რუსეთთან ომში დახმარებისთვის უკრაინას დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ასევე, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფინეთმა და უკრაინამ ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ორი ქვეყანა შეთანხმდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის შეიარაღებაზე, დაზვერვის გაცვლასა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე.