ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე ოლიგარქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შეკრებითობით - 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა

გამოქვეყნდა:

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და  344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, 4,5 წელი მიუსაჯა. 

 თუმცა, ასევე დაუმატა12 მარტის განაჩენი  ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით, სსსკ-ის 59-ე მუხლის მესამე და მეოთხე მუხლების ნაწილების საფუძველზე. ამ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს საქალაქო სასამართლოს 12 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთით რვა წლის ვადით და სამი წლის ვადით, სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა და საბოლოო განაჩენთა ერთობლიობით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს პატიმრობა12 წლითა და ექვსი თვის ვადით. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება“,- განაცხადა ჯინჯოლიამ

მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ ივანიშვილის პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის  344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

შეგახსენებთ, ოლიგარქის სასამართლომ 12 მარტს, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი