უკრაინამ კანადისგან, G7-ის საგანგებო შემოსავლების დაჩქარების (ERA) სესხების ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ თანხები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულ საჭიროებებს მოხმარდება.
"50 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ERA-ს მექანიზმი გულისხმობს უკრაინისთვის სასესხო სახსრების მიწოდებას, რომელიც რუსეთის მობილიზებული სუვერენული აქტივებიდან მიღებული მომავალი შემოსავლების გამოყენებით დაიფარება," - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
საერთო ჯამში, კანადის წვლილი ERA-ს ინიციატივაში დაახლოებით 3.47 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. სესხი 30 წლით გაიცემა.