დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა მსოფლიო ლიდერების ვირტუალურ სამიტზე უკრაინაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი დასავლური სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ გეგმები წარადგინა.
The Times-ის წყაროები ამბობენ, რომ ამ სამშვიდობო ძალების ჯამური რაოდენობა "აუცილებლად გადააჭარბებს 10 000 ჯარისკაცს". წყაროების ცნობითვე, შეხვედრაზე ბრიტანეთის პრემიერმა საკმაოდ ბევრი ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა. საბოლოო ჯამში, შეხვედრის დროს, დაახლოებით 35 ქვეყანა დათანხმდა იარაღის, ლოჯისტიკური და სადაზვერვო დახმარების მიწოდებას პოტენციური სამშვიდობო მისიისთვის.
გარდა ამისა, ხუთშაბათს, 20 მარტს, ლონდონში, ოფიციალური სამხედრო პირები შეიკრიბებიან, რათა სამშვიდობო შეთანხმების დამტკიცების გზები განიხილონ. თუმცა, სტარმერმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ნებისმიერ გეგმას აშშ-სთან თანამშრომლობა სჭირდება.