უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანდრიი გნატოვი დანიშნა. ამ პოსტზე გნატოვმა ანატოლი ბარგილევიჩი ჩაანაცვლა.
ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს.
"ჩემი წარდგენით, დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად გენერალ-მაიორი ანდრიი გნატოვი დანიშნა. მას 27 წელზე მეტი სამხედრო გამოცდილება აქვს, ხელმძღვანელობდა საზღვაო ქვეითების ბრიგადად, ოპერატიული სარდლობის "აღმოსავლეთის" ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს", - წერს ის.