"უნდა დავაწესოთ ყოვლისმომცველი სანქციები ყველაფერზე, რაც რუსეთს ომისთვის აფინანსებს" | ზელენსკი კანადის პრემიერს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერმინისტრს, მარკ კარნის ტელეფონით ესაუბრა.

ზელენსკის თქმით, ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეს, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ სანქციებზე.

"კანადის პრემიერმინისტრს, მარკ კარნის ვესაუბრე. კარგი და არსებითი საუბარი იყო ბევრ მნიშვნელოვან თემაზე. მას თანამდებობის დაკავება მივულოცე და კანადას გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით კი თავდაცვის პაკეტებისა და ჩვენი ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. 

პრემიერმინისტრმა სწორი მოსაზრებები გამოთქვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მოსკოვზე ზეწოლა: ჩრდილოვანი ფლოტი, საბანკო სექტორი. ჩვენ უნდა დავაწესოთ ყოვლისმომცველი სანქციები ყველაფერზე, რაც რუსეთს ომისთვის აფინანსებს. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვაიძულოთ პუტინი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ.

ასევე, განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ჰუმანიტარული ასპექტი. ეს მოიცავს ჩვენი ქვეყნის აღდგენას და ეკონომიკის მხარდაჭერას ომის დასრულების შემდეგ. ამაზე ვიმუშავებთ.

ასევე, შევეხეთ უკრაინის დღის წესრიგს კანადის G7-ის პრეზიდენტობის დროს. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა დონეზე, რათა თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პრაქტიკული გავხადოთ.

გარდა ამისა, განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება. კანადა დაინტერესებულია სამხედრო-სამრეწველო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით. მთელი ამ ომის განმავლობაში ჩვენ შევიძინეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება EW სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და დრონების წარმოებაში. უკრაინა მზად არის ერთობლივი წარმოებისთვის.

გმადლობ მხარდაჭერისთვის. ველი ნაყოფიერ თანამშრომლობას", - წერს ზელენსკი X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი