არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების ზონდერები აქტიურდებიან. მმართველი გუნდის მთავარი დასაყრდენ სწორედ პარტიული მოძალადეები არიან. 

ასეთი დავალებების შემსრულებლები რამდენიმე დღის წინ "მთავარი არხის" ჟურნალისტს გადაღების დროს სასტიკად გაუსწორდნენ.  ამ დრომდე არც ერთი დამნაშავე დაკავებული არ არის. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს გზავნილია, რომ "ოცნებასთან" დაახლოებულ ზონდერებს არავინ დასჯის. უფრო მეტიც, ამ ადამიანებს ხელფასს ბიუჯეტიდან უხდიან.

მაგალითად თბილისის მერი საგანგებო დავალებებისთვის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს იყენებს.სწორედ იმათ, ვინც გასულ წელს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი დაარბიეს და სამოქალაქო აქტივისტების ქონება მოიპარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი