NBC NEWS-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა ფართომასშტაბიან ომში უკრაინელებს უჭერენ მხარს და ამავდროულად მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს.
კერძოდ, NBC NEWS-ის გამოკითხვის მიხედვით, რეგისტრირებული ამომრჩევლების 61% სიმპათიას უკრაინის მიმართ გამოხატავს, ხოლო 2% რუსეთის. ასევე, 35%-ის თქმით, ისინი სიმპათიას არ გამოხატავენ არც ერთი ქვეყნის მიმართ, 2% კი დარწმუნებული არ არის.
კითხვაზე, ვის მიმართ აქვს სიმპათიები დონალდ ტრამპს მათი აზრით, პასუხები ასე ნაწილდება: ტრამპს სიმპათიები აქვს რუსეთის მიმართ - 49%, 40% - ამბობს, რომ არც ერთი ქვეყნის მიმართ, 8% კი უკრაინის მიმართ სიმპათიას ირჩევს, კიდევ 3% ამბობს, რომ დარწმუნებული არაა.
გამოკითხვის ავტორის ჯეფ ჰორვიტის თქმით, "მას ისტორიაში არ ახსოვს მომენტი, როცა ამერიკის საზოგადოებრივი აზრი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ამაზე მეტად ეწინააღმდეგებოდეს პრეზიდენტის შეხედულებებს მათი აზრით".
NBC News-მა გამოკითხვა 7-11 მარტს პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა 1000 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო.