დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობა სურს და ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს.
როგორც ლემიმ აღნიშნა, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანები არიან.
"ახლა პუტინი ყურადღების ცენტრშია. პუტინმა უნდა გასცეს პასუხი, პუტინმა უნდა აირჩიოს - თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი მშვიდობისკენ, ბატონო პუტინ? თქვენ შეწყვეტთ სამხედრო მოქმედებებს თუ დროს გაწელავთ და ითამაშებთ თამაშს - სიტყვიერად უჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას და პარალელურად აგრძელებთ უკრაინაზე დარტყმებს? ვაფრთხილებ ბატონ პუტინს: თუ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტით. თუ პუტინი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს და ახლა მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, რომ ის ამას გააკეთებს, "დიდი შვიდეულის" შეხვედრა დაგვეხმარა იმ ინსტრუმენტების მომზადებაში, რათა რუსეთს სერიოზული მოლაპარაკებები ვაიძულოთ. ჩვენ კრემლს არ ველოდებით. თუ ისინი უარს იტყვიან ცეცხლის შეწყვეტაზე, ჩვენ კიდევ მეტი კარტი გვაქვს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია", - თქვა ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა.