ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში 27 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, რომელსაც გაგრძელება დღეს მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმიანება. შსს არიფ იუსუპოვსა და მის მეზობლებს პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს, რის გამოც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით. 

არიფს იუსუპოვი, რომლის დაჭერასაც დღეს პოლიცია აპირებდა არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" აქტივისტი და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერი.  

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს ბოლნისის სოფელ ნახიდურში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იუსუპოვი, რომელსაც საშინლად სცემეს. თვითმხილველების თქმით, თავდასხმას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბოლნისის " ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი