"შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხებოდა, გუშინ აშშ-ის, დღეს კი უკრაინის პრეზიდენტს ვესაუბრე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოავლინა გამბედაობა და მიიღო აშშ-ის წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის თაობაზე. ახლა რუსეთს ევალება დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს. საკმარისია სიკვდილი. საკმარისი სიცოცხლე განადგურდა. საკმარისია განადგურება. იარაღი უნდა გაჩუმდეს, სისასტიკე და დივერსია უნდა შეწყდეს, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. რუსეთმა ეს ყველაფერი უნდა შეასრულოს და ამ საქმეში პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობაში დარწმუნებული ვარ. ახლა ჩვენ ყველა პარტნიორთან ერთად უნდა წავიდეთ წინ, რათა წარმოვადგინოთ კონკრეტული სამშვიდობო გეგმა. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს უზრუნველყოფს. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინასა და ევროპაში გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფს. სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთს ხელახალ შეტევაში ხელს შეუშლის.
- წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე.