რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საკუთარი დრონები ჩამოაგდეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრძანების გაცემის დროს, უპილოტო საფრენი აპარატები უკვე გაშვებული იყო უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების მიმართულებით ნიკოლაევის რეგიონში, თუმცა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს აპარატების განეიტრალება დაევალათ.
"მათგან ექვსი ჩამოაგდეს პანცირის საზენიტო-სარაკეტო და ცეცხლსასროლი სისტემით, ხოლო ერთი ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მორიგე მებრძოლმა" -აცხადებს რუსეთი.
შეგახსენებთ, ტრამპი-პუტინის ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ოფიციალური განცხადებით, პუტინი დათანხმდა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების 30 დღით შეჩერებას, თუმცა, წუხელვე რუსულმა ძალებმა უკრაინას 145 დრონით, ორი ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტითა და ოთხი S-300 რაკეტით შეუტიეს. დაიბომბა საავადმყოფოები სუმის რეგიონში და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დნეპროპეტროვსკის რეგიონში.