უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოამზადებენ და პარტნიორებს გადასცემენ ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო ობიექტების სიას, რომლებზეც რუსეთმა დარტყმები უნდა შეწყვიტოს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, თუ რუსეთი შეწყვეტს ამ ობიექტებზე თავდასხმას, მაშინ უკრაინაც შეაჩერებს მტრის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს.
"თუ ჩვენ გვექნება შეთანხმება, იქნება ობიექტების სია - ჩვენ ეს სია გვაქვს - სია სამოქალაქო, ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული ობიექტების (ამ სიას ასევე მოვამზადებთ და პარტნიორებს გადავცემთ), და თუ რუსები ჩვენ ობიექტებს არ დაარტყამენ, მაშინ ჩვენც არ დავარტყამთ მათ ობიექტებს", - განაცხადა ზელენსკიმ.