"უკრაინა საუდის არაბეთში მოლაპარაკებებისთვის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროს სპეციალისტებს გაგზავნის" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში მორიგ შეხვედრაზე, რომელზეც ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა უნდა განიხილონ, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სამხედროები, ენერგეტიკოსები და საპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საკითხებში სპეციალისტები.

"რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, მე ჯერ არ ვარ მზად ყველა დეტალი გაგიმხილოთ. თუმცა შემდეგი შეხვედრა საუდის არაბეთშია - იგულისხმება, თუ ჩვენ ვისაუბრეთ ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე. მაგალითად, ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ. ასევე, განიხილება გემების გადაადგილების უსაფრთხოების საკითხი. ანუ გვეყოლება ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ამაში ერკვევა. ჩვენი მხრიდან იქნებიან ენერგეტიკოსები, სამხედროები, ასევე ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში. ეს ტექნიკური დონეა, და არა დიპლომატიური, რომელიც უკვე იყო", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინული გუნდი მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში და ემზადება მოლაპარაკებებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი