"მშვიდობასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. ტრამპი თვლის, რომ უკრაინაში ომი სასიკეთოდ დასრულდება" | თეთრი სახლის პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ტრამპი თვლის, რომ უკრაინაში ომი სასიკეთოდ დასრულდება. ამის შესახებ მან ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა.

"მშვიდობასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ", - ამბობს ის.

ლევიტის თქმით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინას ელექტრო და ბირთვული ელექტროსადგურების მართვაში დაეხმაროს. მისივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ აშშ-ისა და უკრაინის ექსპერტთა ჯგუფები საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში შეხვდებიან

"...პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა, განსაკუთრებით Patriot-ის სარაკეტო სისტემები. პრეზიდენტი ტრამპი მასთან თანამშრომლობას დათანხმდა, რათა მოძებნოს ხელმისაწვდომი სისტემები, განსაკუთრებით ევროპაში", - ამბობს ლევიტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი