"ტრამპსა და ზელენსკის შორის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი შედგა" | რუბიოსა და უოლცის ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

"პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი შედგა", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი, რომელიც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წაიკითხა.

"...პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა, განსაკუთრებით პატრიოტის სარაკეტო სისტემები. პრეზიდენტი ტრამპი მასთან თანამშრომლობას დათანხმდა, რათა მოძებნოს ხელმისაწვდომი სისტემები, განსაკუთრებით ევროპაში..." - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინა და აშშ თანამშრომლობას გააგრძელებენ მანამ, სანამ ომი რეალურად დასრულდება და მდგრადი მშვიდობა არ მიიღწევა, რაც "პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობითაა შესაძლებელი".

განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინას ელექტრო და ბირთვული ელექტროსადგურების მართვაში დაეხმაროს. მისივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ აშშ-ისა და უკრაინის ექსპერტთა ჯგუფები საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში შეხვდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი