ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება.

"ტერიტორიების საკითხი იქნება ყველაზე რთული. მე ამას ვგრძნობ, ჩვენ ამას ვხვდებით. ეს ჩვენთვის, ყველასთვის გამოწვევა იქნება. და ამ საკითხებში უკრაინას მაქსიმალურად დავიცავთ, თუმცა ძალიან რთული იქნება. პრეზიდენტი ტრამპი დღესაც ხვდება, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად არ ვაღიარებთ. არის ტერიტორიები, დიდი და პატარა ქალაქები, რომლებიც ამა თუ იმ კონტაქტური ხაზით არის გამოყოფილი. და თუ ზოგ ადგილას ამ ხაზებს დასვამთ, უბრალოდ ამ ადგილებს სიცოცხლის გარეშე დატოვებთ. არავინ დაბრუნდება ნახევარ-ქალაქში... თუ ეს მოუვა დიდ ქალაქებს, "ეს იქნება ბერლინი", - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან Zoom-შეხვედრაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი