პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ F-16-ის ახალი პარტია მიიღო.
"უკრაინამ დამატებით F-16-ის ახალი პარტია მიიღო. რუსები იტყუებიან, რომ თითქოს რაღაც ჩამოაგდეს, თუმცა არაფერი ჩამოუგდიათ. კარგი ამბავი ის არის, რომ უკრაინამ რამდენიმე ავიაგამანადგურებელი F-16 მიიღო", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის მიღებული ავიაგამანადგურებლების ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.
მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინელების F-16-ი ჩამოაგდეს, თუმცა ოფიციალურმა კიევმა ეს ინფორმაცია უარყო.