უკრაინამ ევროკავშირისგან 1 მილიარდი ევრო მიიღო | ტრანში გაყინული რუსული აქტივებისგან შედგება

გამოქვეყნდა:

უკრაინამ ევროკავშირისგან 1 მილიარდი ევრო ERA-ს ინიციატივის ფარგლებში მიიღო. ეს უკვე მეორე ტრანშია, რომელიც გაყინული რუსული აქტივებისგან შედგება. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

როგორც შმიგალმა აღნიშნა, სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულ ხარჯებს მოხმარდება.

"საერთო ჯამში დიდი შვიდეულის ინიციატივის ფარგლებში, ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინას უკვე 4 მილიარდი ევრო გადასცეს. გაყინული რუსული აქტივები უნდა მუშაობდეს ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათი სრული კონფისკაცია და უკრაინის აღდგენაზე დახარჯვა მოხდეს", - თქვა შმიგალმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი