უკრაინაში, ოდესის რეგიონში რუსების თავდასხმის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"რუსეთმა კვლავ შეუტია ოდესის რეგიონს, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, დაიწვა სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 მოზარდი," - წერია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, თავდასხმით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში 70-ზე მეტი მაშველი, 22 ერთეული სახანძრო ტექნიკა, ასევე 5 მოხალისე და 1 ერთეული ტექნიკა იღებდა მონაწილეობას.