ემანუელ მაკრონმა პარიზში 27 მარტს უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი დაანონსა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის ლიდერები მომავალ ხუთშაბათს პარიზში შეხვდებიან, რათა განიხილონ სამშვიდობოების გაგზავნა და უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის, თუკი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული.
"მომავალ ხუთშაბათს ჩვენ გავმართავთ "მსურველთა კოალიციის" მორიგ შეხვედრას პარიზში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანდასწრებით", - განუცხადა მაკრონმა მედიას.