"გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ამას დიდწილად საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ" | ჩეხეთის პრეზიდენტი უკრაინაში სამშვიდობო ჯარების შესაძლო გაგზავნაზე

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი აცხადებს, რომ თუ უცხო ქვეყნები, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან, მასში მონაწილეობას ჩეხეთიც მიიღებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩეხეთი უკვე არის "მსურველთა კოალიციის" წევრი.

"თუ იარსებებს ევროპული სახელმწიფოების ძლიერი ჯგუფი, რომელიც მზად იქნება, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების ასეთი გარანტიები, მაშინ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩეხეთი ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს. მესმის, რომ ეს კლიშედ ჟღერს, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ამას დიდწილად საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ", - თქვა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი