საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი X-ზე წერს.

"ერ-რიადში ამერიკის გუნდთან შეხვედრა დავიწყეთ. ჩვენ ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის დირექტივას სამართლიანი მშვიდობის დაახლოებისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ. დღის წესრიგში შედის წინადადებები ენერგეტიკული ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ. დღეს ჩვენ უამრავ რთულ ტექნიკურ საკითხზე ვმუშაობთ. ჩვენს დელეგაციაში შედიან ენერგეტიკის ექსპერტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები საზღვაო და საჰაერო სფეროდან" - წერს რუსტემ უმეროვი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი