აშშ-ის გუნდთან შეხვედრა დავასრულეთ, დისკუსია პროდუქტიული და ფოკუსირებული იყო | უკრაინის თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

"ამერიკის გუნდთან შეხვედრა დავასრულეთ. დისკუსია პროდუქტიული და ფოკუსირებული იყო - ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები, მათ შორის, ენერგეტიკა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია, უზრუნველჰყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის -და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს მიზანი რეალობად იქცეს"

წერს X-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

სამართლიანი მშვიდობის დაახლოებისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. სამომავლოდ იგეგმება აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი