Reuters: ამერიკელი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ამერიკელმა სენატორების ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას წერილით მიმართა და მოუწოდა 300 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. 

"როგორ უყურებს ადმინისტრაცია მის ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, ომის დასრულების მიზნით? კონკრეტულად, მიიჩნევს თუ არა ადმინისტრაცია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მფლობელობაში არსებული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბერკეტი რუსეთთან მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად? თუ ასეა, როგორ?", - წერენ სენატორები სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილში. 

Reuters-ის ინფორმაციით, წერილში სენატორებმა ასევე იკითხეს, აპირებს თუ არა ადმინისტრაცია შეიმუშაოს სტრატეგია, რათა წაახალისოს ევროკავშირი, G7 და სხვა მოკავშირეები, გამოიყენონ სუვერენული რუსული აქტივები და დაუჭერს თუ არა ადმინისტრაცია უკრაინას მხარს შეიძინოს თავდაცვის აღჭურვილობა აშშ-ის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსული სუვერენული აქტივების გამოყენებით. 

წერილი სენატორებმა პარასკევს გაგზავნეს. მას ხელს რესპუბლიკელი ტოდ იანგი და ლინდსი გრეჰემი, ასევე დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი აწერენ. 

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ტრანზაქციები აკრძალეს და 300-350 მილიარდი დოლარის სუვერენული რუსული აქტივები გაყინეს. წყაროების თქმით, გაყინული აქტივებიდან აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებში მხოლოდ 7 მილიარდი დოლარი ინახება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი