ელისეის სასახლის ინფორმაციით, ხვალ, 26 მარტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავა.
ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.
"სახელმწიფოს მეთაური დაუდასტურებს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ საფრანგეთი უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებასა და გაძლიერებას მთავარ პრიორიტეტად აქცევს", - წერია ელისეის სასახლის განცხადებაში.
27 მარტს პარიზში "მსურველთა კოალიციის" სამიტი გაიმართება, მასში მონაწილეობას ზელენსკიც მიიღებს. ეს შეხვედრა პირველად ლონდონში გაიმართა.