"საჭიროების შემთხვევაში უკრაინელები შიშველი ხელებითაც იბრძოლებენ" | CIA-ს დირექტორი

გამოქვეყნდა:

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები შიშველი ხელებითაც გაგრძელებენ ბრძოლას, თუ მათ ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობები არ ექნებათ. შესაბამისი განცხადება რეტკლიფმა სენატში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"რაც შეეხება უკრაინულ წინააღმდეგობას, უკრაინელი ხალხი და ჯარი უკვე რამდენიმე წელია არ არის სათანადოდ შეფასებული. დაზვერვის კუთხით ჩემი მოსაზრებებითა და დაკვირვებებით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შიშველი ხელებით იბრძოლებენ, თუკი ეს მოუწევთ და თუ არ ექნებათ მისაღები პირობები ხანგრძლივი მშვიდობისთვის", - თქვა მან.

რეტკლიფის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულებას იმ პირობებით ცდილობს, რაც გრძელვადიან მშვიდობას გამოიწვევს. ის ამბობს, რომ CIA-მ ტრამპის მიზნის მხარდასაჭერად ნაბიჯებიც გადადგა.

როგორც რეტკლიფმა განაცხადა, ტრამპს ესმის საშიშროება, რომელსაც რუსეთის გამარჯვება შექმნის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "წარმატებული მოლაპარაკებების" შემთხვევაში ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს მაქსიმალისტური მიზნების მიღწევას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი