"საფრანგეთი მეგობრობისა და მხარდაჭერის სიგნალს აგზავნის - ჩვენ ვართ და დავრჩებით უკრაინის გვერდით" | მაკრონი

გამოქვეყნდა:

"საფრანგეთი მეგობრობისა და მხარდაჭერის სიგნალს აგზავნის - ჩვენ ვართ და დავრჩებით უკრაინის გვერდით. ჩვენ შევედით ახალ ეპოქაში და რუსეთის აგრესია არა მხოლოდ გამოწვევაა მსოფლიოს გლობალური წესრიგისა და სტაბილურობისთვის, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე ევროპაში... უკვე რამდენიმე კვირაა, ჩვენ ვართ გადამწყვეტ ფაზაში, რათა ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიულ ომს. ჯედაში, უკრაინამ მიიღო შეთანხმება 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტის თაობაზე, იგივეს ველოდებით რუსეთისგან."

- თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი