უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო.
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძელდება... მოსკოვში ჩვენ არ გვესმის სხვა ენა გარდა ძალის ენისა. ეს ფაქტია... მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო", - თქვა ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკიმ მაკრონს ახლადგამოცხადებული 2-მილიარდიანი სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა საფრანგეთის "ურყევი მხარდაჭერა" რუსეთის წინააღმდეგ ომში. მან თქვა ისიც, რომ "ევროპაში უსაფრთხოებისთვის კიდევ ბევრის გაკეთება შეიძლება და უნდა გაკეთდეს კიდეც".