აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სკოტ ბესენტა აცხადებს, რომ უკრაინამ ეკონომიკურ შეთანხმებას [კრიტიკული მინერალების შეთანხმება] აშშ-თან, შესაძლოა, მომავალ კვირას მოაწეროს ხელი. ეს განცხადება ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას არ დააყოვნებს, თუ ამის აუცილებლობა დადგება.
"ჩვენ გადავეცით ეკონომიკური პარტნიორობის დასრულებული დოკუმენტი, (რომელიც) ამჟამად განიხილება უკრაინელების მიერ და ვიმედოვნებთ, რომ სრულმასშტაბიან დისკუსიებზე გადავალთ და, შესაძლოა, მომავალ კვირაში ხელმოწერებიც მივიღოთ", - თქვა ბესენტმა.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ უკრაინის კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი.