ყარაბაღში სროლა დროებით შეწყვეტილია, იმედია, აზერბაიჯანმა გაკვეთილი მიიღო - ჰარუთინიანი

გამოქვეყნდა:

მთიან ყარაბაღში სროლები დროებით შეწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ.პრეზიდენტი, არაიკ ჰარუთინიანი, ავრცელებს:

ამჟამად სროლა შეჩერდა ჩემი ბრძანებით, რათა თავიდან აგვერიდებინა მოქალაქეების დაკარგვა. თუ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შესაბამისი გაკვეთილი ვერ მიიღო, ჩვენი პასუხი თანაზომიერი იქნება. ვართ მტკიცე, როგორც არასდროს. აზერბაიჯანს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს აგრესია, - წერს ჰარუთინიანი Twitter-ზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, განჯაში 1 მოქალაქე გარდაიცვალა, 4 კი - მძიმედ დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ განჯის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. აზერბაიჯანმა კი, ილჰამ ალიევის თქმით, 8 დასახლებული პუნქტი დაიკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი