კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი იტოვებს უფლებას არ დაემორჩილოს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ მას უკრაინა დაარღვევს.
"რუსულმა მხარემ მიაღწია გაგებასა და შეთანხმებას ამერიკელ კოლეგებთან. ამავდროულად, რასაკვირველია, რუსული მხარე იტოვებს უფლებას კიევის რეჟიმის მიერ ამ მორატორიუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ შეასრულოს ვალდებულებები. ჩვენთვის ალბათ ალოგიკური იქნებოდა, რომ დავემორჩილოთ [ცეცხლის შეწყვეტას] და ყოველ ღამე ჩვენი ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმის მცდელობებს გადავეყაროთ", - აღნიშნა პესკოვმა.
მისივე მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები "არ ასრულებენ ბრძანებებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე არდარტყმის შესახებ".
"იკვეთება სრული უკონტროლობა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებზე. ობიექტურად, უკრაინის ყველა სამხედრო დანაყოფი არ ასრულებს ქვეყნის ხელმძღვანელობის ბრძანებებს...", - თქვა პესკოვმა.