გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინას 111 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა 111 დრონიდან 65 ჩამოაგდო, 35 გაუჩინარდა.
მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, ოდესისა და დონეცკის ოლქებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, უკრაინის საჰაერო ძალები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.