შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის დახმარების ახალი სამხედრო პაკეტი გამოაცხადა. მისი ღირებულება 1.2 მილიარდი ( 16 მილიარდი კრონი) ფუნტია. ეს ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია, რომელიც ქვეყანამ უკრაინისთვის გამოყო.
როგორც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა აღნიშნა, ეს არის სიგნალი, რომ ქვეყანა არა მხოლოდ აძლიერებს მხარდაჭერას, არამედ ზრდის მის ძალასა და მასშტაბებს.
ჯონსონი ამბობს, რომ პაკეტი მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, სატელიტური კომუნიკაციებისა და საზღვაო შესაძლებლობების მხარდაჭერას.
მისვე თქმით, თავდაცვის ექსპორტისთვის საექსპორტო გარანტია შემოვა, რათა უფრო მეტმა კომპანიამ შეძლოს უკრაინის მხარდაჭერა მოთხოვნილი მასალის მიწოდებით.