უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "მსურველთა კოალიციის" ქვეყნების სამხედროების შეხვედრა 4 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ მან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
"რაც შეეხება კონტინგენტის საკითხს, პარასკევს [4 აპრილს], რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა იქნება, ქვეყნების ვიწრო წრის. მათი, ვინც მზად არის კონტინგენტი ამა თუ იმ ფორმით განალაგოს... კონსულტაციები იყო, ეს კი პირველი ღრმა შეხვედრა იქნება. დავინახავთ გარკვეულ განმარტებებს და დეტალებს. მნიშვნელოვანია, რომ ის უკრაინული მხარის მომზადებულ წინადადებებზე იქნება ბაზირებული", - თქვა ზელენსკიმ.