პუტინს არ სურს შეწყვიტოს დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ, პირიქით, ეძებს შესაძლებლობებს ომის კიდევ უფრო დიდი ძალით გაჩაღებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინელებისთვის მიმართვაში განაცხადა.
”დღევანდელი რუსული დარტყმა მოიცავდა რაკეტებს, რომლებიც შავი ზღვიდან იყო გაშვებული. პარტნიორებმა იციან, როგორი გემები იყო და ზღვის რომელ ნაწილიდან მოხდა ეს გაშვება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც რუსეთი ამახინჯებს დიპლომატიას, რატომაც არ მოდის ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე - მათ სურთ შეინარჩუნონ ზღვიდან დარტყმის შესაძლებლობა ჩვენს ქალაქებზე და პორტებზე.
პუტინს არ სურს შეწყვიტოს დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ, პირიქით, ეძებს შესაძლებლობებს ომის კიდევ უფრო დიდი ძალით გაჩაღებისთვის. ამიტომ რუსეთზე ყველანაირი ზეწოლა ჯერ კიდევ საჭიროა: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სანქციების შენარჩუნება და ისეთი დიპლომატია, ისეთი საუბარი მოსკოვთან, რომელიც მათ მკვლელობების არანაირ შესაძლებლობას აღარ დაუტოვებს.”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ზღვით თავისუფალ ნაოსნობასა და სურსათის მიწოდებას არ გულისხმობს, ეს, პირველ რიგში, ზოგად უსაფრთხოებასა და მშვიდობასთან მიახლოებას ეხება.