PACE-ი საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს 10 აპრილს გამართავს

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს მიმდინარე კვირის ხუთშაბათს დილით, 10 აპრილს, გამართავს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

შეგახსენებთ, 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდა 2025 წლის აპრილის სესიამდე გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გამოეცხადებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები.

რეზოლუციის მიღების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. განცხადება მაშინ თეა წულუკიანმა გააკეთა და თქვა, რომ  დელეგაციის წევრები მუშაობას "უსამართლო დამოკიდებულების შეცვლისა და შანტაჟის დასრულების შემდეგ გააგრძელებდნენ".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი