“ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა” | ზელენსკი უკრაინელი სამხედროების რუსეთის ბელგოროდში ყოფნას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში ყოფნას ადასტურებს.

"მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა", - თქვა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ ოპერაციის მთავარი მიზანი უკრაინის მოსახლეობის დაცვაა სუმისა და ხარკივის ოლქებში, რომლებიც რუსეთის მხრიდან სისტემატურად იბომბებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი