წყლის ჭავლი და დაკავებები დემონსტრანტების წინააღმდეგ - მორიგი აქცია ბელარუსში

გამოქვეყნდა:

კვირას ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ათიათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გავიდა, მათი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, მათი ნაწილი კი დააკავა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალის მიხედვით აქციის მონაწილეები დროშებით იმ საპატიმროსკენ მიემართებოდნენ, სადაც სავარაუდოდ პოლიტპატიმრები იმყოფებიან. პოლიციამ კი მათ დასაშლელად ჯავშანტექნიკა გამოიყვანა.

ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელბი მომიტინგეებს ალყაში აქცევდნენ და ტერიტორიიდან გაჰყავდათ.

შუადღიდან მინსკში გათიშული იყო მობილური ინტერნეტი და საკომუნიკაციო არხები, რათა პროტესტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში არ გავრცელებულიყო.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელშიც თავი გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა.

ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა ამერიკამ და ევროკავშირმა, თუმცა სანქცირებულთა სიაში თავად ლუკაშენკო არ მოხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი