აზერბაიჯანულმა არმიამ ყარაბაღში ქალაქი ჯებრაილი აიღო - ალიევი

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში ქალაქი ჯებრაილი აიღო. ამის შესახებ პოსტი მან საკუთარ Twitter-ზე გამოაქვყენა.

დღეს აზერბაიჯანულმა არმიამ ოკუპირებული ქალაქი ჯებრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. გაუმარჯოს აზერბაიჯანულ არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია, - წერს ალიევი.

ქალაქი ჯებრაილი სომხეთის კონტროლს ექვემდებარება 1993 წლის აგვისტოდან. 

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს განახლდა. ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი დაპირისპირებაა ბოლო წლების განმავლობაში. კონფლიქტის დაწყების დღიდან საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, მაგრამ ჯერჯერობით ორივე მხარის მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ნიადაგს ვერ ხედავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი