აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს - საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ადასტურებს.
„ელჩი ბრინკი თანამდებობიდან გადადგება. ის იქ სამი წლის განმავლობაში მსახურობდა, ეს დიდი დროა ომის ზონაში" - აცხადებენ სახდეპში.
მედიის ინფორმაციით, ბრინკს გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ წარუდგენია, თუმცა თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა. თავად დიპლომატს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში ელჩად 2022 წლის მაისში დაინიშნა.